აქტუალური
აუდიტის სამსახურის ანგარიში პოლიტიკურ ფინანსებზე

1-Semowirulobebi-aqtualur1თბილისი, 10 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ ფინანსებზე ანგარიში წარადგინა. ანგარიში მოიცავს სრულ ინფორმაციას ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის ფინანსურ ინფორმაციაზე, რომლებმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2012 წლის 1 იანვრიდან 25 ივლისის ჩათვლით ფინანსური დეკლარაციები წარუდგინეს.

ანგარიშში მოცემულია დეტალური ანალიზი პარტიების შემოსავლის წყაროებისა და დაფინანსების შესახებ; გამიჯნულია კანონიერი და არაკანონიერი შემოსავლები და ხარჯები.

პოლიტიკური დაფინანსების კანონიერი შემოსავლები:  33,542,100  ლარი შემოწირულობებმა შეადგინა. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილმა თანხებმა კი – 4,553,330  ლარი.

პოლიტიკური პარტიების კანონიერ შემოსავლებში ლიდერობს კოალიცია „ქართული ოცნება“  26,184,820 ლარით, მას მოსდევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  9,580,594  ლარით.

კანონიერი შემოწირულობები 647-მა ფიზიკურმა პირმა განახორციელა. კოალიცია „ქართულ ოცნებას" 19,724,202  ლარი შესწირეს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი – 7,876,625  ლარი.

საბიუჯეტო დაფინანსებამ კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 1, 495,514 ლარი შადგინა. მას მოსდევს კოალიცია „ქართული ოცნება“  964,920 ლარით.

უკანონო შემოწირულობები 58 ფიზიკურმა და 4 იურიდიულმა პირმა განახორციელა, რამაც ჯამში 18,393,634 ლარი შეადგინა.