სამართალი
ნოდარ ჯავახიშვილსა და „ქართუ-ბანკის“ 8 თანამშრომელს ანგარიშები დაუყადაღეს

1-qarTu-samarTali1თბილისი, 10 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ქართუ ბანკის“ მმართველ ნოდარ ჯავახიშვილსა და ბანკის 8 თანამშრომელს „ქართულ ოცნებაში“ თანხების ჩარიცხვის დაუსაბუთებლობის ბრალდებით ანგარიშები დაუყადაღა.

როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, აუდიტის სამსახურის შუამდგომლობას დაყადაღებასთან დაკავშირებით სასამართლო დღეს, 10 აგვისტოს,  განიხილავს. მისი თქმით, მან აუდიტის სამსახურს წარუდგინა დეტალური დოკუმენტაცია, რომლითაც თანხების წარმომავლობა დაასაბუთა. ჯავახიშვილი ამბობს, რომ მან ბანკის მმართველობიდან მოულოდნელად გათავისუფლების შემდეგ ბანკისგან კომპენსაცია მიიღო 20 ათასი ლარის ოდენობით, საიდანაც 17 ლარი პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“ შესწირა.

ჯავახიშვილი, ასევე, აცხადებს, რომ ერთ-ერთი თანამშრომლის ანგარიში 100 ლარის გადარიცხვის გამოა დაყადაღებული.