აქტუალური
საქართველომ და იაპონიამ მილოცვები გაცვალეს

1-iapon-aqtualur2თბილისი, 9 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გრიგოლ ვაშაძემ და კოიჩირო გემბამ გაცვალეს მოსალოცი წერილები.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იაპონიას შორის დინამიკურად განვითარებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში.  გამოთქმულია რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნის ფარგლებში ტარდება მრავალმხრივი კულტურული ღონისძიებები. ამასწინათ შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტები იაპონიაში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის მიღწეული შეთანხმებების განხორციელება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რეგულარული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გაგრძელება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პროცესს.