აქტუალური
მედვედევის ვიზიტი ცხინვალში

1-medvedevii-aqtualu1თბილისი, 9 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ცხინვალში 8 აგვისტოს ჩავიდა – საქართველოსთან ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით.

რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, მედვედევი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, ცხინვალში 2008 წლის კონფლიქტის ოთხი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ჩავიდა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი სამხრეთ ოსეთის ლიდერ ლეონიდ თიბილოვს შეხვდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მედვედევს ოთხი წლის წინ „აგრესორისთვის მშვიდობის იძულებასთან“ დაკავშირებით „დროული გადაწყვეტილების“ მიღების გამო.