საზოგადოება
თბილისი, 9 აგვისტო, საქინფორმი. მურმან დუმბაძე, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატი, ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კოალიციაში გადასულ ბაჩუკი ჩხეიძეს და ანზორ დუმბაძეს ამ ეტაპზე კოალიციაში თანამდებობები არ აქვთ; ისინი, უბრალოდ, „ქართული ოცნების“ წევრები არიან.
„ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანის სოფლის ყოფილი რწმუნებული ანზორ დუმბაძე და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ ლევან ვარშალომიძის ყოფილი მრჩეველი ბაჩუკი ჩხაიძე ყოველგვარი პირობის გარეშე მოვიდნენ, ჩვენ არავის არაფერს ვპირდებით, არც სამსახურებრივ თანამდებობებს, არც საშტაბო მუშაობას“, – ამბობს მურმან დუმბაძე.მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ უერთდებიან სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც, მათ შორის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ ხულოში.
დუმბაძე ამბობს, რომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს, რადგან ყველას აქვს უფლება, აირჩოს ის, რაც სურს.
„ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანებს თავისუფლება აქვთ წართმეული და ქვეყანა უკიდურეს სიღატაკეშია, რომ ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა სწორედ ამ ხელისუფლების დროს. ამას ადრეც ხედავდნენ, მაგრამ ვერ ხედავდნენ ძალას, რომელიც ქართული სახელმწიფოს შედგენაში იქნებოდა უფრო მზრუნველი და მობილური. ახლა კი ეს ძალა გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სახით“, – აცხადებს მურმან დუმბაძე.