პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატებს ბაქრაძე და უგულავა წარადგენენ

1-nacional-politika2თბილისი, 9 აგვისტო, საქინფორმი. მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისთვის ემზადება. პრეზენტაციას 13 აგვისტოს პარტიის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და თბილისის მერი გიგი უგულავა წარუძღვებიან.

წინასწარი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები იქნებიან:

კრწანისი – დავით საყვარელიძე;

მთაწმინდა – არჩილ გეგენავა;

ჩუღურეთი – ანდრო ალავიძე;

ვაკე – გიორგი კარბელაშვილი;

დიდუბე – გოგი ჩაჩანიძე;

გლდანი – ნიკოლოზ ხაჩირიშვილი;

სამგორი – მიხეილ მაჭავარიანი;

ისანი – გიორგი ვაშაძე;

ნაძალადევი – მერაბ სამადაშვილი;

საბურთალო – ანდრია ურუშაძე.