პოლიტიკა
სირიის მიმართ ევროკავშირის სანქციას საქართველოც შეუერთდა

1-siria-politika1თბილისი, 9 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო სირიის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციას შეუერთდა. ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

საქართველოსთან ერთად სირიისთვის სანქცია დააწესეს ხორვატიამ, მაკედონიამ, მონტენეგრომ, ისლანდიამ, სერბეთმა, ალბანეთმა, ლიხტენშტეინმა, ნორვეგიამ და მოლდოვამ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 23 ივლისს მიიღეს გადაწყვეტილება, სირიისთვის შეიარაღების მიწოდების კუთხით ემბარგო დაეწესებინათ. შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი შეამოწმებს იმ გემებსა და საჰაერო ხომალდებს, რომლებიც ეჭვმიტანილები იქნებიან სირიისთვის იარაღის მიწოდებაში.

სანქციის მე-17 მუხლით, სირიელი ფიზიკური და იურიდიული პირების საკმაოდ დიდ წრეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ და მათი აქტივები ევროპაში გაიყინება. „შავ სიაში“ სირიის 52 კომპანია და 155 მოქალაქე მოხვდა.