პუბლიკაციები
სად იყვნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები 08.08.08 ომის დროს?

1-analnewთბილისი 9 აგვისტო, საქინფორმი. სად იყვნენ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები  2008 წლის აგვისტოს ომის დროს?

1. გიგი წერეთელიპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს 04:30 საათზე, დაბრუნდა 9 აგვისტოს;

2. დავით ბეჟუაშვილი – პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს, კვლავ დატოვა 15 აგვისტოს;

3. კანდიდ კვიციანი – პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11აგვისტოს;

4. კობა ნაყოფია – პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, პროდიუსერი რენი ჰარლინის ფილმისა „აგვისტოს 5 დღე“ – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს და აგვისტოში არ დაბრუნებულა;

5.  გოჩა მამაცაშვილი –  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე –საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, 05:00 საათზე, დაბრუნდა 12 აგვისტოს;

6. ალექსანდრე ხეთაგურ – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;

7. დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2011 წ. – ფინანსთა მინისტრი)– საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;

8. ლევან მჭედლიშვილ – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი) – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;

9. რომან მარსაგშვილ –  პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს;

10. გიგა ბიკერია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;

11. ურუზმაგ ქაუსოვ – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;

12. ბაკურ კვეზერელ – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს;

13. გიორგი მელაძე – პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 9 აგვისტოს, 16:00 საათზე;

14. ნინო კალანდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, 12:30 საათზე, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდიდან;

15. ნიკა რურუა – პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველო დატოვა 10 აგვისტოს, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდიდან;

16. კობა სუბელიან – პარლამენტის წევრი (2008 წლის ნოემბრიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი) – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს;

17. გიორგი თარგამაძე – პარლამენტის წევრი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს;

18. გიორგი ღვინიაშვილ – პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, 11 აგვისტოს ვალედან გადავიდა თურქეთში;

19. გოგი ლიპარტელიან – პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 12 აგვისტოს, 15 აგვისტოს სადახლოდან გადავიდა სომხეთში;

20. ნინო ენუქიძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე – საქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 14 აგვისტოს;

21. მერაბ სამადაშვილ – პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი –  საქართველო დატოვა 12 აგვისტოს, 00.02 საათზე ავტომანქანით სომხეთში გადავიდა; დაბრუნდა 12 აგვისტოს შუადღისას;

22. პაატა ლეჟავა – პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველო დატოვა 12 აგვისტოს;

23. თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, საქართველოში დაბრუნდა 14 აგვისტოს;

24. ჰოვჰანესიანი ჰარუთიუნ – პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, 11 აგვისტოს სარფის საზღვარი გადმოკვეთა თურქეთიდან;

25. გოდერძი ბუკია – პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, 11 აგვისტოს გადმოვიდა წითელი ხიდიდან.

1-analnewteqstisqvemot