აქტუალური
თუმცა კაციტაძე მიიჩნევს, რომ, თუ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს არჩევნებში აქტიური წესით მონაწილეობის მიღების სურვილი აქვს, მას სახელმწიფო ბარიერს არ უნდა უქმნიდეს.
„გაურკვეველია, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, სახელმწიფო პასიურ და აქტიურ საარჩევნო უფლებას აძლევს, ხოლო საქართველოს მოქალაქეს ბარიერებს უქმნის. ეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის არასწორი და მახინჯი გამოხატულებაა“, – აცხადებს კაციტაძე.
აღსანიშნავია, რომ ათენში საქართველოს მოქალაქეებმა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის ეს ბრძანება გააპროტესტეს.