სამართალი
თბილისი, 8 აგვისტო, საქინფორმი. კომპანია „ბურჯის“ ქონება შპს „გამამ“ შეიძინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შპს „გამას“ დირექტორმა გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა.
ყავლაშვილის თქმით, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ელექტრონულ აუქციონში. მისი განმარტებით, ქონება იყო გამოტანილი ერთ ლოტად და შედგებოდა როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონებისგანაც. გიორგი ყავლაშვილის განმარტებით, აუქციონზე გაიმარჯვა შპს „გამამ“ და ქონების ღირებულება – 8 761 000 ლარი, უკვე გადაიხადა. მისი განმარტებით, „გამა“ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია როგორც შპს „ბურჯის“ მესაკუთრე და განახორციელებს თავის, როგორც მესაკუთრის, უფლებებს.