ხარატიშვილის თქმით, ცესკოში სულ 41 პარტიის განაცხადი შევიდა, მათ შორის ერთს – „სოციალ-დემოკრატებს“, არასრული საბუთების გამო უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. შემოსული პარტიების განაცხადებიდან რეგისტირებულია 19 პარტია.
ცესკოში პოლიტიკური პარტიების რიგითი ნომრების მისანიჭებლად წილისყრის შედეგად გამოავლინეს 40 პარტიის ნომერი. ნომრები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“ – 24;
„მერაბ კოსტავას საზოგადოება“ – 30;
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 25;
„კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ – 1;
„ევროპელი დემოკრატები“ – 11;
„ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“ – 23;
„მწვანეთა პარტია – გიორგი გაჩეჩილაძე“ – 39;.
„ედპ“ – 4;
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 28;
„ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – 6;
„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 38;
„ეროვნული ფორუმი"“– 14;
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ –34;
„სახალხო მოძრაობა“ – 17;
„ტრადიციონალისტები“ – 37;
„სალომე ზურაბიშვილი – საქართეველოს გზა“ – 22;
დემოკრატიული განახლება „ჩვენი საქართველო გაბრწყინდება“ – 33; „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 8;
„განახლებული საქართველოსთვის“ – 27;
„მამულიშვილთა ორდენი – სამშობლო“ – 2;
„საქართველოს მშრომელთა საბჭო“ – 36;
„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ – 19;
„დედასამშობლო“ – 29;
„უფლის სახელით უფალია ჩვენი სიმართლე“ – 21;
„საქართველოს სპორტსმენთა კავშირი“ – 40;
„ხალხის პარტია“ –18;
„სახალხო პარტია“ – 26;
„მთლიანი საქართველო“ – 13;
„მომავალი საქართველო“ – 35;
„თეთრები“ – 31;
„სამართლიანი საქართველოსთვის“ – 9; "
„საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია“ – 3;
„საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია“ – 15;
„მამული“ – 16;
„საქართველოს სოციალური სამართლიანობის კავშირი“ – 12;
„საქართველოს სახალხო ფრონტი“ – 32;
„ჩვენი ქვეყანა“ –20.
დარეგისტრირებულ პარტიებს საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებაზე განაცხადის შეტანის უფლება 19 აგვისტომდე აქვთ.
5, 7 და 10 ნომერი წილისწყრაში არ გამოუვლენიათ, რადგან მათი რიგითობა წინასწარ იყო ცნობილი:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 5;
„ქრისტიან-დემოკრატიური მოძრაობა“ –10;
რაც შეეხება 7 ნომერს, იგი „კონსერვატიულ პარტიას“ ეკუთვნის. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წესდებაში უნდა ჩაიწეროს, რომელი პარტიის ნომრით ისარგებლებს ახლად შექმნილი ბლოკი. წინასწარ იყო ცნობილი, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ „კონსერვატორების“ ნომრით ისარგებლებს და საარჩევნო ბიულეტენში № 7 იქნება.