პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ ოჯახებს. გამოსვლისას ქვეყნის პირველმა პირმა ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და თავდადების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის მიერ დატოვებული უამრავი მოუშუშებელი ჭრილობის მიუხედავად, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება.
საქართველოს პრეზიდენტი კასპში 2008 წელს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის – გელა თიგიშვილის, დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო. უფროსი სერჟანტი გელა თიგიშვილი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული და მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა.