საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვიდმეტივე პირი გადარიცხული თანხების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდა. აღნიშნული პირები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან.
ცნობისათვის: ლონდონში მყოფი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დაჯარიმებულ პირთა ქონების ყიდვისა და მფლობელებისთვის დაბრუნების ინიციატივით გამოვიდა (ვანო ჩხარტიშვილის განცხადების სრულ ტექსტს საქინფორმი ხვალ, 8 აგვისტოს, გამოაქვეყნებს). როგორც ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, იგი ქართველ ემიგრანტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს აუქციონში, რათა გაყიდული ქონება მფლობელებს დაუბრუნდეს.
განახორციელა თუ არა ჩხარტიშვილმა ამ დროისათვის შენაძენი, ჯერჯერობით უცნობია. მისი პრესმდივნის განცხადებით, დეტალურ ინფორმაციას ქართველ საზოგადოებას თვით განდევნილი ბიზნესმენი მიაწვდის.
როგორც იუწყებოდა საქინფორმი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 ადამიანი დააჯარიმა 1,17 მლნ ლარის ოდენობით მას შემდეგ, რაც 8 ივლისს დაამტკიცა სახაუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება, რომელმაც განაცხადა, რომ ამ პირებმა ვეერ შეძლეს იმ სახსრების ლეგიტიმურობის დამტკიცება, რომლებიც მათ ჩაურიცხეს შემოწირულობის სახით სხვადასხვა პარტიას.
თითოეულის ჯარიმა 20 ათასიდან 177 250 ლარამდე მერყეობს, შემოწირულობის სიდიდის გათვალისწინებით, რაც სასამართლომ და სახაუდიტის სამსახურმა უკანონოდ ჩათვალა.