სამართალი
„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზაზა კაპანაძე მოულოდნელად გახდა ცუდად, რის შემდეგაც გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. ექიმების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისათვის: გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმება შსს-ის ოფიციალურ ვერსიას. როგორც მათ „TV 9“-თან გუშინ გამოთქვეს ვარაუდი, ზაზას სიკვდილი უნდა უკავშირდებოდეს „დიდ და საიდუმლო“ მიზეზებს. ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ ზაზა კაპანაძე გულს არასოდეს უჩიოდა და გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე სადღაც გაუჩინარდა, რის შემდეგაც მისმა თანამშრომლებმა იგი ტყეში იპოვეს ფეხზე დაზიანებებით. ამის შემდეგ კაპანაძე მობილურით დაუკავშირდა ოჯახს და თითქოს ემშვიდობებოდა, ითხოვა, მეუღლისთვის გადაეცათ, რომ მას იგი უყვარს...