აქტუალური
თბილისი, 7 აგვისტო, საქინფორმი. ტელეკომპანია „მაესტრომ“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა და „სილქნეტისაგან“ „საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ნორმების დაცვა და „mast carry“-ს პრინციპის ამოქმედება მოითხოვა.
„ჩვენ ვითხოვთ პასუხს, თუ რატომ არ ჩაგვრთო „სილქნეტმა“, კანონი არ მავალდებულებს, რომ მივმართო წერილით მათ. ამის გამო განცხადება შევიტანეთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ბაჩო კიკაბიძემ.კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება 48 საათში განიხილება.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „სილქნეტმა“ 3 აგვისტოს „მე-9 არხი“ წერილობითი მიმართვის შემდეგ ჩართო. „მე-9 არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაურის განცხადებით, „სილქნეტს“ ტელეკომპანიამ სატელიტური თეფში და რესივერიც მიაწოდა.