რელიგია
ილია II ბართოლომეო პირველთან შეხვედრაზე აღარ წავა

1-bartolomeoთბილისი, 7 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თურქეთში აღარ გაემგზავრება. მსოფლიო პატრიარქის მიწვევისა და სუმელას მართლმადიდებლური მონასტრის მოლოცვის სურვილის მიუხედავად, პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრაბზონში ვეღარ ჩადის.

„ბართოლომეოს პირველსა და ილია მეორეს შორის შესაძლოა აფხაზეთის საკითხიც განხილულიყო, რომელიც ავტოკეფალიის მოპოვებას ცდილობს. აფხაზეთის სამღვდელოება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უნდა ემორჩილებოდეს, თუმცა არსებული განხეთქილების ფონზე ერთი ფრთა რუსეთის ეკლესიის გავლენის ქვეშაა, მეორე ფრთა კი, რომელსაც საბერძნეთში ნასწავლი ახალგაზრდები წარმოადგენენ, ავტოკეფალიას ითხოვს.

მათ ნიადაგი უკვე მოსინჯეს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში, რომლის წინამძღვარიც პირველია მსოფლიო მართლმადიდებლურ იერარქიაში“, – იუწყება „TV 9“.