საზოგადოება
„ქართული ოცნება“ რუსთავში აქციის ჩასატარებლად ემზადება

1-rusTavi-sazogadoeba1თბილისი, 7 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის მერიას 19 აგვისტოს მერიის წინ მოედანზე აქციის გამართვის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის რუსთავის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე ვახტანგ ყავლაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, 19 აგვისტოს ამ მოედანზე არანაირი ღონისძიება არ იგეგმება, მაგრამ თუ მერიამ აქციის ჩატარებაზე უარი თქვა, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატიული ვარიანტიც აქვს.

როგორც ყავლაშვილი ამბობს, კოალიცია ალტერნატიულ ვარიანტად ძველი და ახალი რუსთავის გზაგასაყარზე – მეგობრობის ქუჩას, წარადგენს.