სამართალი
ქართველ სპორტსმენთა ჯგუფის მიმართვა საზოგადოებისადმი

1-sportsm-samarTali3თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. ქართველ სპორტსმენთა ნაწილმა  საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ქართველ სპორტსმენებზე ზეწოლას ეხება.

„სპორტსმენებზე ზეწოლის უამრავი ფაქტი დაგროვდა, მაგრამ ჩვენ ვერიდებოდით ამ თემაზე საუბარს ოლიმპიადის წინ, ხელისუფლების მხრიდან სპორტსმენებს პრობლემები რომ არ შეჰქმნოდათ. ოლიმპიურ ნაკრებსა და სპორტულ სამყაროში სწორედ ის სიტუაციაა, როგორიც – მთელ საქართველოში. სპორტსმენებზე ზეწოლაა. სპორტსმენები სპორტულ მოღვაწეობაში ხელის შეშლის შიშით საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას ერიდებიან. ოლიმპიური ნაკრების საქართველოში დაბრუნებისთანავე შევიკრიბებით და ღიად ვისაუბრებთ ყველა ფაქტზე, რომელთაც ხელისუფლება თავისი ზონდერებით ჩვენ წინააღმდეგ ახორციელებს. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ყველა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელი ხელისუფლების მაღალჩინოსანია. სამინისტრო მოუწოდებს სპორტსმენებს, გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა ერთმანეთისგან. ჩვენ ვართ სპორტსმენები და არა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეები, მაგრამ გვაქვს მოქალაქეობრივი პოზიცია! სამინისტრომ სწორედ ეს მიიჩნია ჩვენს დანაშაულად და ამიტომ განახორციელა ზეწოლა ჩვენზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ სპორტსმენებზე. ხელისუფლება თავად ურევს ერთმანეთში სპორტსა და პოლიტიკას. ამას აკეთებდნენ მაშინ, როდესაც ზვიადაურის სურათები ჩამოგლიჯეს სპორტდარბაზების კედლებიდან, ახმეტაში ზვიადაურის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს; როდესაც ძვლების დამტვრევითა და დენზე შეერთებით ემუქრებოდნენ ჩვენს მეგობრებს“, – ნათქვამია მამართვაში.

მიმართვას ხელს აწრენ 2012 წლის ევროპის ჩემიონი სამბოში ნოდარ მეტრეველი; ხუთგზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი სამბოში უშანგი კუზანაშვილი, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი ამბაკო ავალიანი; ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრი ბეთქილ შუკვანი.

მიმართვა ჟურნალისტებს უშანგი კუზანაშვილმა გააცნო.