აქტუალური
თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. საკაბელო ტელევიზია შპს „სატელიტსერვისის“ დირექტორ გელა მეფარიშვილის თქმით, კომპანიამ ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „მე-9 არხი“ ქუთაისში საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში ჩართო.
„მარეგულირებელი კომისია ჩვენ ორი თვით გვავალდებულებს ამ არხების ჩართვას, მაგრამ მოსახლეობა რომ შეეჩვევა, შემდეგ ძნელია გამოთიშვა. ჩვენს სამაუწყებლო პაკეტში ჩართული გვქონდა ადგილობრივი ტელეკომპანია „რიონი“. „მაესტრო“ და „მე-9 არხი“ უცხოური არხების ხარჯზე ჩავრთეთ, რადგან სადგურს 55 არხზე მეტის ჩართვის შესაძლებლობა არ აქვს“, – ამბობს მეფარიშვილი.მისი თქმით, თუ ორი თვის შემდეგ მოსახლეობა მოინდომებს სამაუწყებლო პაკეტში „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ დატოვებას, შესაძლოა, საკაბელო ოპერატორმა მათი თხოვნა დააკმაყოფილოს.
„ოღონდ ამ შემთხვევაში სადგურს გაძლიერება მოუწევს“, – დასძენს გელა მეფარიშვილი.
შეგახსენებთ: საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელეარხების საკაბელო და სატელიტური კომპანიების პაკეტში ჩართვა „must carry“-ის პრინციპის შესაბამისად ხორციელდება.