სამართალი
Silknet მზადაა „must carry“-ს პრინციპის ვალდებულების შესასრულებლად

1-silk-samarTali2თბილისი, 3 აგვისტო, საქინფორმი. კომპანია „Silknet“ მზადყოფნას გამოთქვამს, „must carry“-ს პრინციპის ვალდებულება შეასრულოს.

კომპანია ვალდებულებას იღებს, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა ძირითად პაკეტში საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელეარხები განათავსოს.

მაუწყებლის ჩართვა დაუყოვნებლივ განხორციელდება მაქსიმალურად მოკლე ვადებში იმ მომენტიდან, როცა ტელეკომპანიის მხრიდან ჩართვის მოთხოვნა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და მოწყობილობა იქნება წარმოდგენილი. მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ პაკეტში ტელეარხის  განთავსება ხდება მაუწყებლის მოთხოვნით არჩევნების დღემდე.

ამ ეტაპზე ტელეკომპანია „მე-9 არხმა“ „სილქნეტს“ ჩართვის მოთხოვნით უკვე მიმართა და კანონით დადგენილი პროცედურების დასრულებისთანავე, უახლოეს პერიოდში, „SilkTV“-ის ნებისმიერი პაკეტის  მაყურებელს საშუალება ექნება, ამ არხის სიგნალი ყოველგვარი დამატებითი ტარიფის გარეშე მიიღოს“, – ნათქვამია კომპანიის  განცხადებაში.