აქტუალური
თბილისი, 3 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ ორგანიზაციების განაცხადების მიღებას იწყებს, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესსა და 1 ოქტომბერს ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდებიან.
დღეიდან 21 სექტემბრამდე ცესკოში განაცხადების შეტანა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლებათ.რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ განცხადების შეტანის უფლება 24 სექტემბრამდე აქვთ.
ცნობისათვის: ორგანიზაცია, რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების სურვილს გამოთქვამს, ერთი წლით ადრე მაინც უნდა იყოს ჩამოყალიბებული.