აქტუალური
სააკაშვილმა ბათუმში ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

1-saaka-aqtualuri1თბილისი, 3 აგვისტო, საქინფორმი. ბათუმში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი საქართველოს პრეზიდენტმა ჩაუყარა. ქვეყნის პირველი პირი მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა, სასტუმროს მშენებლობით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ასეთი სისწრაფით მხოლოდ ჩინეთში აშენებენ.

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა მშენებლობაზე დასაქმებულებს და დასძინა: „5 წლის წინ ყველა მშენებლობაზე გვერდით თურქები გვედგნენ და გვიკვირდა, როგორ აშენებდნენ ასე სწრაფად, ახლა კი ჩვენ ორჯერ სწრაფად ვაშენებთ. უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში გადავიტანოთ ჩვენი მშენებლობები და გავფართოვდეთ. ასე დაიწყო ტრამპმაც და ახლა მთელ მსოფლიოში აშენებს. ადრე აქ არაფერი შენდებოდა, რადგან ყველაფერი ასლანას ჰქონდა. ამბობენ, ბათუმში ყველაფერი უცხოელების არისო. უცხოელები აქ ჩამოდიან და ტოვებენ ფულს, ჩვენ ამ ფულს ვართმევთ და ახალ მშენებლობებს ვიწყებთ, ვალამაზებთ. რაც მეტს ავააშენებთ, მეტი დასაქმებული გვეყოლება“, – განაცხადაა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საინვესტიციო პროექტს კობალაძის ქუჩაზე კომპანია „ორბი“ ახორციელებს. 35-სართულიან კომპლექსში 1050 ნომერი განთავსდება. მასშტაბური სასტუმროს მშენებლობა 18 თვეში დასრულდება.