საზოგადოება
დევნილთა სამინისტრო ლტოლვილთა გამოკითხვას იმერეთიდან იწყებს

1-devnil-sazogadoeba2თბილისი, 3 აგვისტო, საქინფორმი. დევნილთა საჭიროებების შემსწავლელი პროგრამის ფარგლებში დევნილთა გამოკითხვა დაიწყო. როგორც დევნილთა და განსახლების მინისტრმა დალი ხომერიკმა აღნიშნა, „პროგრამა ითვალისწინებს ადგილებზე დევნილების გამოკითხვას. ჩვენი მიზანია დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა, ჯანდაცვის უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა. სოფლად მცხოვრები დევნილებისთვის მეტი ხელშეწყობა, რომ ისინი უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები სოფლის მეურნეობაში. აუცილებელია, გაიზარდოს კომუნიკაცია დევნილებსა და სამინისტროს შორის, რათა მომავალში შევძლოთ ეფექტური პროგრამების განხორციელება“.

ცნობისათვის:  აღნიშნული მიზნით 185 ინტერვიუერი გადამზადდა.