პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც 1 ოქტომბერს გაიმართება

1-aWara-politika1თბილისი, 3 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩევლები 1 ოქტომბერს 18-წევრიან საკანონმდებლო ორგანოს – უმაღლეს საბჭოს აირჩევენ.

პოლიტიკური პარტიების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის განაცხადების შეტანის ვადა 5 აგვისტოს იწურება.

ქვეყნის პარლამენტის მსგავსად, აჭარის საკანონმდებლო ორგანოშიც უმრავლესობას მმართველი პარტიის დეპუტატები შეადგენენ 15 მანდატით, ხოლო დანარჩენი სამი მანდატი „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ აჭარაში 2008 წლის ნოემბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

აჭარის უზენაესი საბჭო, ქვეყნის პარლამენტის მსგავსად, ოთხი წლის ვადით ირჩევა. 18-წევრიანი უზენაესი საბჭოს 6 წევრი მაჟორიტარი დეპუტატია, ხოლო დანარჩენი 12 მანდატი იმ პარტიებსა და ბლოკებს შორის ნაწილდება, რომელთაც 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს პროპორციული სისტემით.