სამართალი
ცნობისათვის: რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს ბიუროს სხდომით იხსნება, მომდევნო კვირა კი სასესიოა და პირველი პლენარული სხდომაც მომდევნო სამშაბათს ტარდება.
მიმდინარე წელს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესია 4 სექტემბერს ბიუროს სხდომით უნდა გახსნილიყო, 11 სექტემბერს კი პირველი პლენარული სხდომა ჩატარებულიყო. თუმცა სესიის გახსნიდან არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება, რის გამოც მოქმედ პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე შეკრება აღარ მოუწევს.