აქტუალური
თეთრ არაგვზე ჰესის მშენებლობა დაიწყო

1-hesi-aqtualu1თბილისი, 2 აგვისტო, საქინფორმი. მდინარე თეთრ არაგვზე „არაგვი ჰესის“ მშენებლობა დაიწყო. შპს „ენერგო არაგვის“ დაკვეთით სამუშაოებს შპს „ფერი“ ასრულებს.

პროექტის მიხედვით, ჰესის წლიური გამომუშავება 50 მლნ კვტ საათი იქნება. ჰესის მშენებლობა 2015 წელს უნდა დასრულდეს. დაგეგმილია 11 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

ცნობისათვის: „არაგვი ჰესი“ იმ 15 ჰიდროელექტროსადგურის ჩამონათვალში შედის, რომელთა მშენებლობის თაობაზე საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად გასულ წელს განაცხადა.