საზოგადოება
„ზვიადი წლების განმავლობაში ყაზბეგში საქმიანობდა და კარგად იცნობს რაიონს. დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს, საქართველოს პარლამენტში ყაზბეგელთა ინტერესები დაიცვას, რომელთაც, გარდა, ზოგადად, ქვეყანაში არსებული სირთულეებისა, დამატებით სხვა უამრავი პრობლემა აქვთ – მკაცრი კლიმატი, რუსეთის საზღვრის სიახლოვე და სხვა“, – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
დავით გამყრელიძესთან ერთად სტეფანწმინდაში წარდგენას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძეც ესწრებოდა. ისინი რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობასაც შეხვდებიან.