საზოგადოება
თბილისი, 2 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე დამატებით ახალი გადასასვლელები გაკეთდება. აფხაზეთის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) აფხაზეთის სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის უფროსს შეხვდა. სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, მათ საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.