პოლიტიკა
სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნები ბიძინობას დაამთხვია!

1-biZinoba-politika1თბილისი, 2 აგვისტო, საქინფორმი. მანანა მანჯგალაძემ საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი გააცნო. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება.

ანუ, საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 2 თვეა. პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები ორშაბათს დანიშნა. რამდენად მისაღებია 1 ოქტომბერი პოლიტიკური პარტიებისთვის?

და ამ წუთებში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები ბიძინობის დღესასწაულზე დანიშნა.

ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ყოველ წელიწადს, ახალი სტილით 1 ოქტომბერს, ქართველი წმინდანის – ბიძინა ჩოლოყაშვილის, ხსენების დღეს აღნიშნავს.

ასე რომ, პირველ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ბიძინობაზე გაიმართება.