აქტუალური
ამავე ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-ივნისში საქონლის ექსპორტმა 1 140,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 10 პროცენტით აღემატება. საქონლის იმპორტის მაჩვენებელმა 3 725,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე მაჩვენებელზე 19,4 პროცენტით მეტია.
რაც შეეხება საგარეო სავაჭრო ბრუნვას, მისი მაჩვენებელი 4 865,9 მილიონი აშშ დოლარია. ეს კი 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17,1 პროცენტით აჭარბებს.