პოლიტიკა
ცესკოში „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადი შეიტანა

1cesko-politika2თბილისი, 1 აგვისტო, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ცესკოში არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისი თქმით, განაცხადი მან და პარტიის თავმჯდომარე მანანა კობახიძემ ერთად შეიტანეს. სუბარი აღნიშნავს, რომ მათ ხელმოწერების შეტანა განაცხადისთვის არ დასჭირვებიათ, რადგანაც პარტიაში პარლამენტის ორი წევრი – კარლო კოპალიანი და რომან მარსაგიშვილი, შედის.

სუბარი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ კოალიცია „ივანიშვილი – ქართული ოცნების“ ნომერი არჩევნებში „7“ იქნება.