პოლიტიკა
თბილისი, 1 აგვისტო, საქინფორმი. ევროკავშირის ელჩის საქართველოში ფილიპ დიმიტროვის შეფასებით, „მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ აქედანვე გაიგოს, რომ ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო გარემოა შექმნილი“.
ამის შესახებ დიმიტროვმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ეს არის დემოკრატიული პროცესების ნაწილი, მსგავსი აქტივობა მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხითაც, ვინაიდან მოსახლეობა რწმუნდება, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩაივლის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი საზოგადოება უკვე აქედანვე დარწმუნდეს იმაში, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად შესაბამისი გარემოა შექმნილი“, – განაცხადა დიმიტროვმა.