საზოგადოება
პროგრამა „კარდაკარ“ დასრულდა, იწყება „ამომრჩევლიდან – სიებამდე“

1-siebi-sazog3თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ კარდაკარის პრინციპით 3 483 142 ამომრჩეველი შეამოწმა. კომისიამ „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს გამართა.

როგორც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, კარდაკარის პრინციპით შემოწმებისას გარდაცვლილი აღმოჩნდა 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 871 ამომრჩეველი, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156, შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო კონტაქტი ვერ დამყარდა 183 621 ამომრჩეველთან.

„კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაციას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. მან დღეს კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ კომისიის მუშაობის შედეგად ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხები პრობლემატური აღარ იქნება.

„ეს სამუშაო ერთხელ და სამუდამოდ წერტილს უსვამს ნებისმიერ სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სუსტია საარჩევნო სიები საქართველოში. ეს წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ოქტომბრის საპარალმენტო არჩევნების უკეთ ორგანიზებისთვის. კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია და მე მოვუწოდებ მათ, გააგრძელონ მუშაობა ყველა პოლიტიკურ თუ არასამათავრობო ორგანიზიციის ნებისმიერ წარმომადგენელთან, რომ შემდგომი შესწორებებიც იყოს ასახული ამომრჩეველთა სიაში“, – განაცხადა დავით ბაქარძემ

სიების შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, „NDI“-ს ხელმძღვანელი ლუის ნავარო და სხვები.