აქტუალური
თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. საზაფხულო სეზონზე ბინების გაქირავება უფრო ხშირდება და სერიოზულ კონკურენციას უწევს სასტუმროებს. ამ მომსახურებით, ძირითადად, უცხოელები სარგებლობენ. როგორც ამ საქმიანობით დაკავებულები ამბობენ, მოთხოვნილება ზაფხულობით მკვეთრად იზრდება.
რაც შეეხება ფასებს, ოროთახიანი ბინის ქირაობა მეტრო „ვაჟა ფშაველას“ მიდამოებში ჯდება 50 ლარი დღე-ღამეში. ბინის მეპატრონის განმარტებით, ბინაში არის ულიმიტო ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.გამსახურდიას გამზირზე ერთოთახიანი 45 კვ მ ბინა ჯდება 60 ლარი დღე-ღამეში. თუმცა როგორც მისი მეპატრონე განმარტავს, ფასები მერყეობს და დამოკიდებულია ბინის ფართზე, ადგილმდებარეობასა და კეთილმოწყობაზე. ასეთ ბინებზე ფასები იწყება 40 ლარიდან.
ამ საქმიანობის მიმდევართა თქმით, ეს ბიზნესი მომგებიანია, მაგრამ – სეზონური. ყველაზე მეტი მოთხოვნა საქირაო ბინებზე გაზაფხულსა და ზაფხულშია.