პოლიტიკა
თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. როგორც სტუდია „ნიუგრუპის“ გადაცემა „ღია სტუდიაში“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ მთავარ ამოცანად საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მიიჩნევს.
„მთავარია პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სხვანაირად ხალხის განწყობა ისედაც გასაგებია. ძალიან ღრმა სოფელშიც, სადაც ალტერნატიულ ინფორმაციას არ იღებენ, იციან, რომ ცვლილებები აუცილებელია, – აცხადებს ხუხაშვილი. – ჩვენი მთავარი საფიქრალი არის, როგორ მივიდეთ არჩევნებამდე ისე, რომ არ მოხდეს დიდი დატაკება“, – აცხადებს ხუხაშვილი.როგორც გია ხუხაშვილი მიიჩნევს, ხელისუფლებამ რომ არჩევნები არ გააყალბოს, საარჩევნო უბნებთან გათენებაც კი იქნება საჭირო.
მისი თქმით, ამის აუცილებლობა იქნება იმ ვარაუდიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ არა თუ არ ჩაყაროს ბიულეტენები, არამედ, პირდაპირ არ დაწეროს შედეგები.
„სავარაუდოა, რომ ხელისუფლებამ პირდაპირ მიიწეროს შედეგები. ეს კი არ უნდა დავუშვათ“, – დასძენს ხუხაშვილი.