პოლიტიკა
თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თელავში შეიარაღებულ ძალებთან შეხვედრისას აღნიშნა, „ მთავარი, რაც ჩვენ გვინდა, ისაა, რომ ფეხქვეშ ნუ გაგვებლანდებიან და ხელს ნუ შეგვიშლიან იმ გეგმებში, რომლებიც ჩვენ ამ რეგიონში გვაქვს“.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ გეგმის საბოლოო მიზანი თითოეული ოჯახის კეთილდღეობაა. მისი თქმით, ყველა ოჯახს ყველა რეგიონსა თუ სოფელში უნდა დაავიწყდეს გაჭირვება, უნდა შეეძლოს საკუთარი მოხუცების ღირსეულად მოვლა და შვილებისთვის კარგი განათლების მიცემა.„ის, რაც ახლა საქართველოში დაიწყო, არის დასაწყისის დასაწყისი“, – განაცხადა სააკაშილმა და იქვე აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმ უდიდესი ზარალისა, რომელიც ამ დღეებში კახეთმა მიიღო, საუკეთესო რთველი ჩატარდება.
„ჩვენ წელს ჩავატარებთ რთველს უკეთესად, ვიდრე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ წლევანდელი წელი გამოვაცხადეთ კახეთის წლად. ჩვენ დავიწყეთ დიდი აღდგენითი სამუშაოები თითქმის ყველა რაიონში. ჩვენ ვაშენებდით თელავის ცენტრს, ვაკეთებთ ახტალის კურორტს, ვაშენებთ ყვარელს ხელახლა, ჩვენ ვაშენებთ კახეთის მაღალმთიანეთს. მაგრამ იმან, რაც მოხდა წელს, გაგვიათმაგა ჩვენი შრომა და ჩვენი მუშაობა“, – აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.