აქტუალური
პრეზიდენტის სამძიმარი კაპრალის ოჯახს

1-kapral-saqtualir3თბილისი, 30 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ გივი ფანცულაიას დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს.

შეგახსენებთ: კაპრალი გივი ფანცულაია ავღანეთში 2012 წლის იანვარში მოწინააღდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად დაიჭრა. ამერიკულმა მხარემ მას ადგილზევე აღმოუჩინა დახმარება, რის შემდეგაც რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდნენ, მათ შორის, გერმანიასა და ამერიკის სამხედრო ჰოსპიტალში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 26 ივლისს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.