აქტუალური
ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველები სამშობლოში დაბრუნდნენ

1-trefikingi-aqtualur1თბილისი, 30 ივლისი, საქინფორმი. ტრეფიკინგის მსხვერპლი 23 ქართველი თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.

შეგახსენებთ: 23 ქართველი თურქეთის ქალაქ იჩქერითში ერთ-ერთი სახლის სარდაფში რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ, სცემდნენ და იარაღის მუქარის ქვეშ ამუშავებდნენ.

ყველა მათგანი ზესტაფონის მკვიდრია. ისინი თურქეთში დასაქმების პირობით მოტყუებით გადაიყვანეს. დამნაშავეები თითოეულისაგან გამოსასყიდის სახით 2000 დოლარს ითხოვდნენ.

ქართველები სამუშაოდ ვინმე ლაშა ნავარელმა წაიყვანა, რომლის შესახებაც სამართალდამცველები ინფორმაციას არ ავრცელებენ.