პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნების თარიღი მიმდინარე კვირას გამოცხადდება

1-arCevnebi-politika1თბილისი, 30 ივლისი, საქინფორმი. საპარლამენტო არჩევნების თარიღი მიმდინარე კვირას გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ.

შეგახსენებთ: საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების თარიღი კენჭისყრამდე 60 დღით ადრე უნდა გამოცხადდეს. შესაბამისად, თუ თარიღი მიმდინარე კვირას გამოცხადდება, კენჭისყრა 1 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება.