აქტუალური
„სტიქიურ უბედურებებში დამნაშავე ხელისუფლებაა!“

1-mjavan-aqtuaaa3თბილისი, 27 ივლისი, საქინფორმი. კახეთში მომხდარ სტიქიურ უბედურებას „ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ ტყეების გაჩეხვის შედეგად შეცვლილ ეკოლოგიურ მდგომარეობას უკავშირებს.

ცენტრის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის შეფასებით, საქართველოს ტყეებში ვითარება კატასტროფულია, განადგურებულია ქარსაფარი ზოლები და სოფლების გარშემო არსებული ტყეები, ყოველწლიურად 2 მილიონი კუბური მეტრი ხეტყე ნადგურდება, რაზეც პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მჟავანაძემ აღნიშნა, რომ 1990 წლის მონაცემებით, სატყეო მეურნეობის დაფინანსება 23 მილიონ ლარს შეადგენდა, დღეს კი, 7 მილიონი ლარია.

მჟავანაძის განცხადებით, ტყეების გაჩეხვა სტიქიურ უბედურებებს მომავალშიც გამოიწვევს.