აქტუალური
ეროვნული საინვესტიციო სააგენტო სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ხელშეწყობაზე მუშაობს. სააგენტოს მუშაობას სამეთვალყურეო საბჭო აკონტროლებს, რომლის ხელმძღვანელია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური.
რაც შეეხება ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელ ქეთევან ბოჭორიშვილს, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
თავის დროზე გიორგი პერტაია ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ნიკა გილაურმა წარადგინა. ჯერჯერობით ვაკანტურია ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა. მას პრემიერის აპარატი დანიშნავს.