აქტუალური
თბილისი, 27 ივლისი, საქინფორმი. სამცხე-ჯავახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება დაიწყო. ამ ეტაპზე დაზარალებულებს საკვები პროდუქტები ურიგდებათ. სასურსათო პაკეტში 2 ტომარა ფქვილი, 3 ლიტრი ზეთი, და 10 კილოგრამი მაკარონი შედის.
რეგიონის მასშტაბით დახმარებას 5403 ოჯახი მიიღებს. მათ შორის, ახალციხის მუნიციპალიტეტში – 3356, ასპინძის მუნიციპალიტეტში – 496, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 776 და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – 738.ასევე, დაწყებულია დაზარალებული მოსახლეობის მომარაგება სახლების გადასახური მასალით. ახალციხეში დაზიანებული სახლების რაოდენობა 1715-ია, ხოლო ასპინძაში – 88.
შეგახსენებთ: სამხარეო ადმინისტრაციაში არსებული მონაცემებით, 19 ივლისს მოსული სეტყვისა და წვიმის შედეგად მხარის 4 მუნიციპალიტეტში დაზარალებულია 5403 კომლი, ხოლო დაზიანებულია 2146 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო-სავარგული.