საზოგადოება
ნოდარ ჯავახიშვილი კვლავ „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტია

1-javaxaa-sazogao1თბილისი, 27 ივლისი, საქინფორმი. ნოდარ ჯავახიშვილი კვლავ დაინიშნა „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტად. როგორც ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსაგვარებელი დარჩა ფორმალური მხარე, რაც საჯარო რეესტრში დანიშვნის რეგისტრაციას გულისხმობს.

შეგახსენებთ: ნოდარ ჯავახიშვილი ქართუ ბანკის პრეზიდენტად 2011 წლის ოქტომბერში დაინიშნა. სასამართლოს მიერ ქართუ ჯგუფის დაყადაღების შემდეგ კომპანიის დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ ჯავახიშვილი და ქართუ ბანკის სხვა ხელმძღვანელი პირები თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბანკი ქართუ ჯგუფის შემადგენლობაში შედის.

ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდის შემდეგ აღსრულების ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყადაღის გადაწყვეტილების გაუქმების შუამდგომლობით მიმართა. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.