პოლიტიკა
თბილისი, 27 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის – ლაშა თორდიას – განცხადებით, აუდიტის სამსახურში ის კურსი გაგრძელდება, რომელიც ლევან ბეჟაშვილის დროს იყო.
როგორც თორდიამ განაცხადა, სამსახურის ძირითადი მამოძრავებელი პრინციპები საჯაროობა, ობიექტურობა და პროფესიონალიზმი იქნება. „ასევე გაგრძელდება ის ინიციატივები, რომლებიც იქნა დასახული 2008 წელს, სადაც მეც ვიყავი ჩართული. რეფორმები უნდა ემყარებოდეს რამდენიმე პრინციპს და ეს არის: საჯაროობა, ობიექტურობა და პროფესიონალიზმი. ეს პრინციპები იქნება ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ასევე, მე მაქვს ინიციატივა, განხორციელდეს კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან“, – განაცხადა თორდიამ.