საზოგადოება
თბილისი, 26 ივლისი, საქინფორმი. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 19-21 ივლისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლები, გორის „დილას“ გულშემატკივრები და გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები (სულ 47 კაცი) დანიის ქალაქ ორჰუსში იმყოფებოდნენ. ევროპის ლიგაზე „დილა“ ქალაქ ორჰუსის საფეხბურთო გუნდს შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. საქართველოში დელეგაცია 3 კაცით ნაკლები დაბრუნდა. მინისტრ ლადო ვარძელაშვილის დელეგაციის 2 წევრი დანიაში დააკავეს, ხოლო ერთი წევრი დელეგაციიდან გაქრა.