აქტუალური
ოჯახის წევრებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ რეგისტრაციის მიზანია, დადგინდეს – რა პროფესიის, ასაკისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მქონე ადამიანებს უჭირთ ყველაზე მეტად სამსახურის პოვნა და, შესაბამისად, აქცენტი გაკეთდეს მათ პროფესიულ გადამზადებაზე.
მერაბიშვილის განცხადებით, უმუშევართა და დამსაქმებელთა რეგისტრაციის შედეგად შეიქმნება ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომლის ყველა წევრსაც ექნება საკუთარი ელექტრონული მისამართი. სასურველი ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში, პიროვნება ავტომატურ შეტყობინებას მიიღებს.