აქტუალური
ალტერნატიული გამოკითხვით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ლიდერობს

1-kvlevaa-aqtua2თბილისი, 26 ივლისი, საქინფორმი. როგორც „ინტერპრესნიუსის“ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით ვლინდება, ლიდერობს კოალიცია „ქართული ოცნება“, მეორე ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობაა“.

კითხვას – ხვალ საპარლამენტო არჩევნები რომ იყოს, რომელ პოლიტიკურ გაერთიანებას მისცემდით ხმას, 1843-მა პირმა უპასუხა, შედეგები კი ასე გადანაწილდა: 56,7% – კოალიცია „ქართულ ოცნება“; 26,6% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;  2,8% – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“; 2,2% – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“; 2,1% – „ახალი მემარჯვენეები“.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შედეგები ასეთია: „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 1,5%; „თავისუფალი საქართველო“ – 1,1%; „ლეიბორისტული პარტია“ – 0,9%; „ქართული დასი“ – 0,9%; „ევროპელი დემოკრატები“– 0,8%; „მწვანეთა პარტია“ – 0,7%; „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“ – 0,2%; „განახლებული საქართველოსთვის“ – 0,0%; „საქართველოს დემოკრატიული პარტია“ – 0,0%.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 3,4% ხმას არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აძლევს.