სამართალი
„მაესტროს“ მიერ შემოტანილი ანტენები ისევ დააყადაღეს

1-antena-samart1თბილისი, 25 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მან 22 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ შემოტანილი ათასობით  სატელიტური ანტენა დააყადაღა.

შეგახსენებთ: დაახლოებით 10 000 სატელიტური ანტენა, რომელთა დამონტაჟებასაცმაესტრორაიონებში აპირებდა, თვის დასაწყისში მას შემდეგ დააყადაღეს, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ მას საკარისი მტკიცებულება გააჩნდა იმის დასამტკიცებლად, რომმაესტროსბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებთან თვალთმაქცური გარიგება ჰქონდა ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის მიზნით. მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომმაესტროივანიშვილთან ასოცირებული კომპანიების სახელით მოქმედებდა, რომელსაც შემოტანილი სატელიტური ანტენები ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით უნდა დაერიგებინა.

„მიუხედავად დანაშაულის პრევენციის მიზნით გატარებული ამ ზომებისა, 22 ივლისს, კომპანია „მაესტრომ“ კვლავ სცადა თვალთმაქცური გარიგების მეშვეობით ანტენებისა და რესივერების ახალი პარტიის შემოტანა, რომელიც შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ უნდა დარიგებულიყო იმავე მიზნით უკვე აპრობირებული სქემით“, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ილია (ბაჩო) კიკაბიძემ განაცხადა 24 ივლისს, რომ მთავარმა პროკურატურამ სატელიტური ანტენებითა და რესივერებით დატვირთული სამი მანქანა დააყადაღა.

ტელეკომპანია „მაესტრო“ კატეგორიულად უარყოფს კავშირს ივანიშვილთან ან მის კომპანიებთან. მედიაორგანიზაციების ჯგუფმა კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, დააბრუნოს დაყადაღებული ანტენები. ისინი გმობენ ქონების ჩამორთმევას, როგორც ხელისუფლების მცდელობას – შეაფერხოს საზოგადოების მიერ ინფორმაციის განსხვავებული წყაროს ხელმისაწვდომობა.

„ჩვენ ამას აღვიქვავთ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად... ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, გავაგრძელებთ მოქმედებებს იმ დრომდე, სანამ უკანონოდ წართმეული ქონება არ დაუბრუნდება ტელეკომპანია „მაესტროს“, – განაცხადა გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა 24 ივლისს. მისივე თქმით, დღეს, 25 ივლისს, იმართება საპროტესტო აქცია მოთხოვნით – „დაუბრუნდეს უკანონოდ წართმეული ქონება ტელეკომპანია „მაესტროს“.

„ეს არ არის მხოლოდ „მაესტროს“ პრობლემა; ეს არის მედიის იმ ნაწილის პრობლემა, რომელიც არ კონტროლდება ხელისუფლების მიერ და ეს არის საზოგადოების პრობლემა. ეს არის ხელისუფლების კამპანია თეფშების წინააღმდეგ. არ უნდა შეწყდეს პროტესტი ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ... ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას, ეს იქნება აქციები, მიმართვები, უცხოელ ორგანიზაციებთან შეხვედრები“, – განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელმა ნინო ჯანგირაშვილმა 24 ივლისს.

„დიდი რაოდენობის ზარალი ადგება ტელეკომპანიას და ჩვენი იურისტები პროკურატურის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანენ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით“, – განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ.