პოლიტიკა
თბილისი, 25 ივლისი, საქინფორმი. დავით გამყრელიძემ ახალციხეში „ახალი მემარჯვენეების“ სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
„ახალი მემარჯვენეების“ სახელით კენჭს იყრიან: ახალციხეში – მალხაზ გოგოლაძე, ასპინძაში – გია ჭელიშვილი, ბორჯომში – რომანოზ ახვლედიანი.როგორც „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე აცხადებს, ამ რეგიონშიც მთავარ აქცენტს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და საკუთარი გუნდის წევრებზე აკეთებენ.
მისი თქმით, „ახალი მემარჯვენეებისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური აქტივობა ამ რეგიონში. „ხელისუფლებას არჩევნებში ეს რეგიონი მხოლოდ თავისად არ უნდა მიაჩნდეს და უნდა იცოდეს, რომ აქ პოლიტიკური მონოპოლისტი ვერ იქნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.