სამართალი
თბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დალი ხომერიკმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა ახალი პროგრამა დევნილთა საჭიროებების შესწავლის შესახებ.
პროგრამა მიზნად ისახავს სამინისტროსა და დევნილებს შორის არსებული კომუნიკაციის გაუმჯობესებას, კონკრეტული ინფორმაციის შეგროვებას დევნილთა არსებულ საჭიროებებზე, ასევე, მონაცემთა აღრიცხვასა და ბაზის განახლებას დევნილთა შესახებ და დევნილთა მონაწილეობას მათივე მონაცემთა ბაზის სრულყოფაში. შეგროვებული ინფორმაცია კი გააუმჯობესებს უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობას.ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს სამინისტროს მიერ დევნილთა კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული და მიზნობრივი ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვას.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად.